ვინ ითვლება პატრიარქის არჩევნებში ფავორიტად - თეოლოგები და სასულიერო პირები ფავორიტად პატრიარქის მოსაყდრეს, შიო მუჯირს განიხილავენ - Palitra News

ვინ ითვლება პატრიარქის არჩევნებში ფავორიტად - თეოლოგები და სასულიერო პირები ფავორიტად პატრიარქის მოსაყდრეს, შიო მუჯირს განიხილავენ

2026-05-11 09:37:33+04:00

ვინ ითვლება პატრიარქის არჩევნებში ფავორიტად - თეოლოგები და სასულიერო პირები ფავორიტად პატრიარქის მოსაყდრეს, შიო მუჯირს განიხილავენ. ანალიტიკოსთა შეფასებით, წმინდა სინოდის ბოლო სხდომაზე მიღებული 20 ხმა მის პოზიციებს მნიშვნელოვნად ამყარებს, თუმცა სხვა სცენარის შესაძლებლობას ბოლომდე არ გამორიცხავს.

სპეციალისტების განცხადებით, არჩევნების შედეგზე გავლენას შესაძლოა ბოლო მომენტამდე მიმდინარე კონსულტაციები და სინოდის წევრების საბოლოო გადაწყვეტილებები ახდენდეს. მათივე შეფასებით, ეკლესიის შიგნით არსებული ვითარების გათვალისწინებით, ახალ პატრიარქს მუშაობა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე მოუწევს.

ანალიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ იმაზეც, რომ მომავალი პატრიარქისთვის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ეკლესიის შიგნით განსხვავებული ჯგუფების შეთანხმება და გამაერთიანებლის როლის შესრულება იქნება.