საქართველოს პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, დღეს დილიდან სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით იზღუდება და ეს შეზღუდვები 18:00 საათამდე იმოქმედებს.
დროებით იკრძალება გადაადგილება ბუხაიძის ქუჩიდან სამრეკლოს ქუჩის მიმართულებით. მოძრაობა შეიზღუდება ასევე ახვლედიანის მოედანსა და ახვლედიანის აღმართზე. ცვლილებები შეეხება ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიასაც - გონაშვილის ქუჩიდან მესხიშვილის ქუჩის მიმართულებით ავტომობილები გადაადგილებას ვეღარ შეძლებენ.
საგზაო შეზღუდვები საპატრიარქო ტახტის არჩევნებთან დაკავშირებულ უსაფრთხოების ღონისძიებებს უკავშირდება. მძღოლებს ალტერნატიული მარშრუტებით სარგებლობას ურჩევენ.