დონალდ ტრამპი მიმდინარე კვირაში ჩინეთს ეწვევა - Palitra News

დონალდ ტრამპი მიმდინარე კვირაში ჩინეთს ეწვევა

2026-05-11 09:43:33+04:00

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიმდინარე კვირაში ჩინეთს ეწვევა, - ინფორმაციას ჩინეთის საგარეო სამინისტრო ავრცელებს.

ჩინეთის საგარეო უწყების განცხადებით, დონალდ ტრამპი პეკინში ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის მიწვევით 13-15 მაისს ჩავა.

„პრეზიდენტ სი ძინპინის მოწვევით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 13-15 მაისს ჩინეთს სახელმწიფო ვიზიტით ეწვევა“, - ნათქვამია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი ჩინეთის პრეზიდენტთან ირანის, ტაივანის, ხელოვნური ინტელექტისა და ბირთვული იარაღის საკითხებს, ასევე, იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმების გახანგრძლივების საკითხს განიხილავენ.