თბილისმა მოდის კვირეულს უმასპინძლა. "MERCEDES-BENZ FASHION WEEK TBILISI" - ს ჩვენება კრეატიულ ჰაბში "FACTORY TBILISI" - ში გაიმართა. კვირეულის ფარგლებში ჩვენებებზე აუდიტორიას როგორც მოდის სფეროში უკვე დამკვიდრებული პროფესიონალების, ასევე დამწყები დიზაინერების კოლექციების ნახვის შესაძლებლობაც ჰქონდა. "MERCEDES-BENZ FASHION WEEK TBILISI" მოდის ინდუსტრიაში მაღალი საერთაშორისო რეპუტაციით სარგებლობს და საქართველოში მოდის ბიზნესის განვითარებას უწყობს ხელს. წლევანდელი მოდის კვირეულიც სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა. ჩვენების შესახებ უფრო მეტ დეტალს ელენე ჩოხელის სიუჟეტიდან შევიტყობთ.