ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, თურქეთის მოქალაქე დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული „სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე დააკავეს. პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის „პრეგაბალინი“ და „კოკაინი“, რომლებიც ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ერთდროულად რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს, აღნიშნული დანაშაულები 12 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.