თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს - Palitra News

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს

2026-05-11 12:38:24+04:00

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით, სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ მოპარული სწრაფი ჩარიცხვის აპარატი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.