საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ახალი პატრიარქის არჩევის მოლოდინშია - Palitra News

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ახალი პატრიარქის არჩევის მოლოდინშია

2026-05-11 12:43:08+04:00

ისტორიული დღე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში - მალე ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას ახალი პატრიარქი ეყოლება. საპატრიარქო ტახტის არჩევნებისთვის ეკლესიის გაფართოებული კრება დღეს, 13:00 საათზე, სამების საკათედრო ტაძარში დაიწყება. ადგილზე დაახლოებით 1200 დელეგატი იკრიბება, თუმცა ხმის მიცემის უფლება მხოლოდ სინოდის წევრებს ექნებათ.

არჩევნების საბოლოო ეტაპზე 3 კანდიდატი დარჩა - პატრიარქის მოსაყდრე შიო, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი და მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი. გამარჯვებისთვის კანდიდატმა ხმების ნახევარზე მეტი უნდა დააგროვოს. იმ შემთხვევაში, თუკი პირველ ტურში საჭირო მხარდაჭერას ვერცერთი კანდიდატი ვერ მოიპოვებს, არჩევანი მეორე ტურში გაკეთდება.