მეუფე ისაია - საქართველოსთვის ზრუნვა არის მთავარი პრიორიტეტი და მგონია, რომ პატრიარქი ამ საქმეში მარტო არ იქნება - წმინდა სინოდი, ყველა შეეხიდება მას მსახურებაში - Palitra News

მეუფე ისაია - საქართველოსთვის ზრუნვა არის მთავარი პრიორიტეტი და მგონია, რომ პატრიარქი ამ საქმეში მარტო არ იქნება - წმინდა სინოდი, ყველა შეეხიდება მას მსახურებაში

2026-05-11 16:46:17+04:00

საქართველოსთვის ზრუნვა არის მთავარი პრიორიტეტი და მგონია, რომ პატრიარქი მარტო არ იქნება ამ საქმეში, წმინდა სინოდი, ყველა თავისი გამოცდილებით შეეხიდება მას მსახურებაში, - ამის შესახებ ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტმა, მეუფე ისაიამ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არცევის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მან საზოგადოებას კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა მიულოცა.

„გილოცავთ დღევანდელ დღეს! არჩევნები იყო და გამოარჩია წმინდა სინოდმა - ახალი პატრიარქი არის მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა მეუფე შიო. საქართველოსთვის ზრუნვა არის მთავარი პრიორიტეტი და მგონია, რომ პატრიარქი მარტო არ იქნება ამ საქმეში, წმინდა სინოდი, ყველა თავისი გამოცდილებით შეეხიდება მას მსახურებაში,“ - განაცხადა მეუფე ისაიამ.

საქართველოს ეკლესიამ ახალი კათოლიკოს- პატრიარქი აირჩია. ქვეყნის 142-ე კათოლიკოს - პატრიარქი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) გახდა. მეუფე შიომ 22 ხმა მიიღო.

რაც შეეხება პატრიარქობის სხვა კანდიდატებს, ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა 9 ხმა მიიღო, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა კი 7 ხმა. გაუქმდა ერთი ხმა.

საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე აირჩიეს.

გაფართოებული საეკლესიო კრების განმარტებით, ახალარჩეულ პატრიარქს შიო III ეწოდა.