„ლელო - ძლიერი საქართველო“ - გვჯერა, რომ ახალი პატრიარქის ხელმძღვანელობით საქართველოს ეკლესია ღირსეულად გააგრძელებს ისტორიულ მისიას და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ეროვნული ერთიანობის და სულიერი სიმშვიდის მიღწევის საქმეში - Palitra News

„ლელო - ძლიერი საქართველო“ - გვჯერა, რომ ახალი პატრიარქის ხელმძღვანელობით საქართველოს ეკლესია ღირსეულად გააგრძელებს ისტორიულ მისიას და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ეროვნული ერთიანობის და სულიერი სიმშვიდის მიღწევის საქმეში

2026-05-11 16:51:55+04:00

გვჯერა, რომ ახალი პატრიარქის ხელმძღვანელობით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღირსეულად გააგრძელებს ამ ისტორიულ მისიას და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ეროვნული ერთიანობის, საზოგადოებრივი თანხმობის, სულიერი სიმშვიდის მიღწევისა და ქვეყნის სტაბილური განვითარების საქმეში, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

როგორც პარტიაში აღნიშნავენ, ძლიერი და თანამედროვე ქართული სახელმწიფო ეფუძნება დემოკრატიული ინსტიტუტების პატივისცემას, რელიგიური თავისუფლების დაცვასა და სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ თანამშრომლობას.

„საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ახალი წინამძღვარი ჰყავს — წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად, მცხეთა - თბილისის მთავარეპისკოპოსად და ბიჭვინთისა და ცხუმ - აფხაზეთის მიტროპოლიტად არჩეულ იქნა შიო მესამე (მუჯირი).

კოალიცია „ძლიერი საქართველო – ლელო“ ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, სამღვდელოებასა და სრულიად საქართველოს ახალი პატრიარქის არჩევას.

დღევანდელ დღეს განსაკუთრებული პატივით ვიხსენებთ ილია II-ის უდიდეს ღვაწლს საქართველოს სახელმწიფოს, ეკლესიისა და ქართველი ხალხის წინაშე. მისი მრავალწლიანი მოღვაწეობა დაკავშირებულია ეროვნული თვითშეგნების განმტკიცებასთან, საეკლესიო და სულიერი ცხოვრების აღორძინებასთან და ურთულეს ისტორიულ ეტაპებზე საზოგადოების გამთლიანებისადმი მუდმივ ძალისხმევასთან.

გვჯერა, რომ ახალი პატრიარქის ხელმძღვანელობით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღირსეულად გააგრძელებს ამ ისტორიულ მისიას და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ეროვნული ერთიანობის, საზოგადოებრივი თანხმობის, სულიერი სიმშვიდის მიღწევისა და ქვეყნის სტაბილური განვითარების საქმეში.

ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ ძლიერი და თანამედროვე ქართული სახელმწიფო ეფუძნება დემოკრატიული ინსტიტუტების პატივისცემას, რელიგიური თავისუფლების დაცვასა და სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ თანამშრომლობას, სადაც თითოეული ინსტიტუცია საკუთარი პასუხისმგებლობით ემსახურება ქვეყნისა და საზოგადოების კეთილდღეობას.

ღმერთის შეწევნით საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ახლად არჩეულ კათოლიკოს-პატრიარქსა და სრულიად საქართველოს მშვიდობა, ერთობა და ღირსეული მომავალი ჰქონოდეს“, - აღნიშნავენ პარტიაში.

საქართველოს ეკლესიამ ახალი კათოლიკოს- პატრიარქი აირჩია. ქვეყნის 142-ე კათოლიკოს - პატრიარქი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) გახდა. მეუფე შიომ 22 ხმა მიიღო.

რაც შეეხება პატრიარქობის სხვა კანდიდატებს, ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა 9 ხმა მიიღო, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა კი 7 ხმა. გაუქმდა ერთი ხმა.

საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე აირჩიეს.

გაფართოებული საეკლესიო კრების განმარტებით, ახალარჩეულ პატრიარქს შიო III ეწოდა.