შალვა პაპუაშვილი - უფლის ნებით, საქართველოში ქრისტიანობის გამოცხადების 1700 წლისთავზე გამოირჩა ახალი პატრიარქი - ისტორია გრძელდება, ხარობს საქართველოს 2000 წლოვანი ეკლესია - Palitra News

შალვა პაპუაშვილი - უფლის ნებით, საქართველოში ქრისტიანობის გამოცხადების 1700 წლისთავზე გამოირჩა ახალი პატრიარქი - ისტორია გრძელდება, ხარობს საქართველოს 2000 წლოვანი ეკლესია

2026-05-11 16:59:11+04:00

ისტორია გრძელდება, ხარობს საქართველოს 2000 წლოვანი ეკლესია, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უწმინდესი და უნეტარესი შიო III, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის არჩევის შესახებ.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ღვთის წყალობა და მადლი არ მოკლებოდეს მას.

„დღეს, 2026 წლის 11 მაისს, უფლის ნებით, მის ორიათასწლოვან ეკლესიაში, ანდრია პირველწოდებულის კათედრაზე, საქართველოში ქრისტიანობის გამოცხადების 1700 წლისთავზე გამოირჩა ახალი პატრიარქი, ღირსეული მღვდელმთავარი ღირსეულთა შორის.

უწმინდესი და უნეტარესი შიო III, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი - ინებოს უფალმა, რათა მრავალი წლის მანძილზე სწორედ ამგვარად მოვიხსენიოთ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი.

ღვთის წყალობა და მადლი არ მოკლებოდეს მას. მძიმეა პატრიარქის ჯვარი და მისი ზიდვა განსაკუთრებულ შემწეობას საჭიროებს.

ყველას გილოცავთ ამ უდიდეს, ისტორიულ დღეს!

ისტორია გრძელდება, ხარობს საქართველოს 2000 წლოვანი ეკლესია,”- წერს პაპუაშვილი.