პეტერ ფიშერი - ვულოცავ მიტროპოლიტ შიო მუჯირს, უკვე შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას და საუკეთესოს ვუსურვებ - Palitra News

პეტერ ფიშერი - ვულოცავ მიტროპოლიტ შიო მუჯირს, უკვე შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას და საუკეთესოს ვუსურვებ

2026-05-11 17:12:15+04:00

პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს.

„ვულოცავ მიტროპოლიტ შიო მუჯირს, უკვე შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას და საუკეთესოს ვუსურვებ“, - წერს საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი X-ზე.

საქართველოს ეკლესიამ ახალი კათოლიკოს- პატრიარქი აირჩია. ქვეყნის 142-ე კათოლიკოს - პატრიარქი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) გახდა. მეუფე შიომ 22 ხმა მიიღო.

რაც შეეხება პატრიარქობის სხვა კანდიდატებს, ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა 9 ხმა მიიღო, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა კი 7 ხმა. გაუქმდა ერთი ხმა.

საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე აირჩიეს.

გაფართოებული საეკლესიო კრების განმარტებით, ახალარჩეულ პატრიარქს შიო III ეწოდა.