„ოპოზიციური ალიანსი“ 26 მაისს დაგეგმილი მასშტაბური საპროტესტო აქციისთვის ემზდება. აქამდე ხელისუფლების ოპონენტებმა რეგიონებში ჩაატარეს შეხვედრები, ხოლო 10 მაისიდან მათ თბილისში დაიწყეს კარდაკარ კამპანია, რათა, როგორც თავად ამბობენ, მოქალაქეებს 26 მაისის საპროტესტო აქციისთვის ინფორმაცია მიაწოდონ. აღსანიშნავია, რომ „ოპოზიციურ ალიანსს“ პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ არ უერთდება. ამავდროულად, „ქართული ოცნების“ ლიდერები ოპონენტების გეგმებს აკრიტიკებენ.