საქართველოს 142-ე კათოლიკოს-პატრიარქის, შიო მესამეს არჩევას სასულიერო პირების გარდა, ხელისუფლების, ოპოზიციისა და დიპლომატიური კორპუსისა წარმომადგენლები ულოცავენ. პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ამ მოვლენით გადაიშალა ქვეყნის ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილი თქმით, საქართველოში ქრისტიანობის გამოცხადების 1700-ე წლისთავზე ახალი პატრიარქის არჩევა ისტორიული მოვლენაა. პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილი კი აღნიშნა, რომ შიო მესამის წინამძღოლობით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კიდევ უფრო განმტკიცდება. მილოცვა გაავრცელა საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმაც და ახლად არჩეულ პატრიარქს ყველაფერი საუკეთესო უსურვა.
შიო მესამეს პატრიარქად არჩევას გამოეხმაურნენ პოლიტიკური მხარეებიც - ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილებმა მეუფე შიოს წარმატება უსურვეს. მიხეილ სააკაშვილმა კი აღნიშნა, რომ იმედოვნებს, ახალი პატრიარქი ხალხთან ახლოს იქნება. „ლელო - ძლიერმა საქართველომ“ განაცხადა, რომ ეკლესია ისტორიულ მისიას ღირსეულად გააგრძელებს, ხოლო პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ შიო მესამეს ერის სულიერი გაძლიერების საქმეში წარმატება უსურვა.