ახლად არჩეული პატრიარქი, შიო მესამე, ერისკაცობაში ელიზბარ მუჯირი 1969 წელს, თბილისში დაიბადა. სამონასტრო ცხოვრება ჯერ კიდევ 1993 წელს დაიწყო, როდესაც ბერად აღიკვეცა და სახელად შიო ეწოდა. სხვადასხვა წლებში მსახურობდა თბილისის არაერთ ტაძარში, იყო ანჩისხატის ღვთისმსახური, ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ეკლესიისა და მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვარი. ხანგრძლივი და ღვაწლმოსილი სასულიერო ცხოვრების შემდეგ, 2017 წელს, ილია მეორის გადაწყვეტილებით, შიო მუჯირი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე გახდა, ხოლო 9 წლის შემდეგ ის უკვე საქართველოს პატრიარქად აკურთხეს.