თბილისსა და ბრიუსელს შორის რიტორიკა მწვავდება - ევროკავშირსა და საქართველოს შორის დაძაბულობა იზრდება - Palitra News

თბილისსა და ბრიუსელს შორის რიტორიკა მწვავდება - ევროკავშირსა და საქართველოს შორის დაძაბულობა იზრდება

2026-05-11 20:39:42+04:00

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები კვლავ პოლიტიკური დისკუსიის ერთ-ერთი მთავარ თემად რჩება. ბრიუსელსა და თბილისს შორის რიტორიკა სულ უფრო მწვავდება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს ღია წერილით მიმართა, რომელშიც პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირის პოლიტიკას აკრიტიკებს.

„ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკული გზავნილები დღეს ფინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ელინა ვალტონენმა, რომელმაც განაცხადა, რომ ქართველი ხალხი თავისუფლებაზე დაფუძნებულ მომავალს იმსახურებს.

ამავდროულად, ევროპარლამენტარი, მარკეტა გრეგოროვა აცხადებს, რომ მოქმედმა ხელისუფლებამ ევროკავშირთან ურთიერთობის „ყველა ფანჯარა დახურა“.