საქართველოს ახალი კათოლიკოს პატრიერქი ჰყავს - დღეიდან ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას შიო მესამე წარუძღვება - Palitra News

საქართველოს ახალი კათოლიკოს პატრიერქი ჰყავს - დღეიდან ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას შიო მესამე წარუძღვება

2026-05-12 09:22:12+04:00

საქართველოს ახალი კათოლიკოს პატრიერქი ჰყავს. დღეიდან ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას შიო მესამე წარუძღვება. როგორც მეუფეები და წმინდა სინოდის წევრები აცხადებენ, შიო მუჯირი ღირსეული პატრიარქი იქნება, რასაც მათი განმარტებით, მისი თვისებები ადასტურებს. თავმდაბალი, მშვიდი და ეკლესიის ერთგული - ასე ახასიათებენ შიო მუჯირს საეკლესიო პირები. ამავე პოზიციას იზიარებენ თეოლოგებიც. მათი განმარტებით, ეკლესიას ღირსეული პირი უნდა მართავდეს, რომელიც გავლენების ქვეშ ვერ მოექცევა. დღეს, სვეტიცხოველის ტაძარში შიო მესამის ინტრონიზაცია გაიმართება.