მოჰამედ-ბაგერ ღალიბაფი - ჩვენი შეიარაღებული ძალები მზად არიან, ნებისმიერ აგრესიას დამსახურებული პასუხი გასცენ - Palitra News

მოჰამედ-ბაგერ ღალიბაფი - ჩვენი შეიარაღებული ძალები მზად არიან, ნებისმიერ აგრესიას დამსახურებული პასუხი გასცენ

2026-05-12 09:27:36+04:00

ჩვენი შეიარაღებული ძალები მზად არიან, ნებისმიერ აგრესიას დამსახურებული პასუხი გასცენ, - ამის შესახებ ირანის პარლამენტის სპიკერი მოჰამედ-ბაგერ ღალიბაფი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ირანი ყველა ვარიანტისთვის მზადაა.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის მიერ აშშ-სთვის გაგზავნილი ომის დასრულებასთან დაკავშირებული შეთავაზება მიუღებელი და სისულელე იყო და რომ მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნების ძალიან მცირე შანსი არსებობდა.