დროებითი ზავის ვადის ამოწურვის შემდეგ, 12 მაისს რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მასირებული შეტევა მიიტანეს ე.წ. დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატებით - Palitra News

დროებითი ზავის ვადის ამოწურვის შემდეგ, 12 მაისს რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მასირებული შეტევა მიიტანეს ე.წ. დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატებით

2026-05-12 09:28:36+04:00

დროებითი ზავის ვადის ამოწურვის შემდეგ, 12 მაისს რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მასირებული შეტევა მიიტანეს ე.წ. დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატებით. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შეტევა იყო დედაქალაქ კიევზე, სადაც განგაში იყო გამოცხადებული და საჰაერო თავდაცვის სისტემა მოქმედებდა და დნე პრო პეტროვსკის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრზე, ქალაქ დნიპროზე. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, დედაქალაქის ობოლონის რაიონში დრონების ნამსხვრევების ჩამოცვენამ ხანძარი გამოიწვია 16-სართულიანი სახლის სახურავზე. დაზიანებულია სახლის ტექნიკური სართული.