ანდრეი ერმაკი - სახლი არ მაქვს, მხოლოდ ერთი ბინა მაქვს და ერთი ავტომობილი მყავს - Palitra News

ანდრეი ერმაკი - სახლი არ მაქვს, მხოლოდ ერთი ბინა მაქვს და ერთი ავტომობილი მყავს

2026-05-12 09:38:59+04:00

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, რომელსაც ოფიციალურად შეატყობინეს, რომ ფულის გათეთრების ფაქტზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით ეჭვმიტანილია, აცხადებს, რომ მხოლოდ ერთი ავტომობილისა და ერთი ბინის მფლობელია. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„სახლი არ მაქვს, მხოლოდ ერთი ბინა მაქვს და ერთი ავტომობილი მყავს“, - აღნიშნა ერმაკმა.

გუშინ, უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ ანდრეი ერმაკთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. მოგვიანებით, ერმაკს ოფიციალურად აცნობეს, რომ ეჭვმიტანილია კიევის მახლობლად ძვირადღირებული სამშენებლო პროექტებიდან 460 მილიონი გრივნის გათეთრებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეში.