ლაშა ფარულავა - ქვეყანაში ერთადერთი ლეგიტიმური პირი შიო მესამეა - დაპირისპირება უნდა დავასრულოთ, მნიშვნელოვანია, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაც და დარწმუნებული ვარ, ახალი პატრიარქი, იზრუნებს ამ გამოწვევებზე - Palitra News

ლაშა ფარულავა - ქვეყანაში ერთადერთი ლეგიტიმური პირი შიო მესამეა - დაპირისპირება უნდა დავასრულოთ, მნიშვნელოვანია, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაც და დარწმუნებული ვარ, ახალი პატრიარქი, იზრუნებს ამ გამოწვევებზე

2026-05-12 11:42:23+04:00

დაყოფა, დაპირისპირება არის მტრის ამოცანა. ჩვენ ეს დაპირისპირება უნდა დავასრულოთ. მნიშვნელოვანია, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაც. დარწმუნებული ვარ, ახალი პატრიარქი, შიო მუჯირი იზრუნებს ამ მნიშვნელოვან გამოწვევებზე. ჩვენ მზად ვართ გვქონდეს დიალოგი ამ მნიშვნელოვან თემებთან დაკავშირებით, -ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერმა, ლაშა ფარულავამ ჟურნალისტებს სვეტიცხოველში განუცხადა, სადაც კათოლიკოს-პატრიარქ, შიო მესამის ინტრონიზაცია მიმდინარეობს.

მისივე თქმით, ერთადერთი ლეგიტიმური პირი, რომელიც ახლა ქვეყანაშია, არის შიო მესამე მუჯირი.

,,აქ [სვეტიცხოველში] იმიტომ მოვედით, რომ მივულოცოთ შიო მუჯირს პატრიარქად აღსაყდრება. რა თქმა უნდა, ჩვენ, საზოგადოებას გვაქვს მნიშვნელოვანი გამოწვევები. ერი გახლეჩილია, საჭიროა გაერთიანება. სულიერი აღორძინებით უნდა დაიწყოს ეს ყველაფერი. ჩვენი აქ ყოფნაც ამას ნიშნავს, რომ ერმა უნდა დავიწყოთ იმ გამოწვევების წინაშე სწორი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ერისთვის, ხალხისთვის. საგარეო თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი საკითხები. მაგალითად: უკრაინის ტომოსთან დაკავშირებით საბოლოოდ უნდა შედგეს შეთანხმება და ეკლესიამ სწორი პოზიცია უნდა დაიკავოს. მეორე და მნიშვნელოვანი - ეს არის ტაო-კლარჯეთში სამონასტრო კომპლექსის დაცვა, აღორძინება და ასევე, ჰერეთის ეპარქიის სტატუსი მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ სწორედ ეს გამოწვევებია, მათ შორის, პოლიტიკური პატიმრების საკითხი და სხვა პოლიტიკური საკითხები. ცხადია, ეკლესიას ეს როლი არ უნდა დავკიდოთ, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიზრუნოთ ერის გაერთიანებაზე. სულიერი აღორძინების გარეშე, ერის გამთლიანება გამორიცხულია. ჩვენი აქ ყოფნა არის პატივისცემა ჩვენი ეკლესიის მიმართ. ეკლესიას ყოველთვის ჰქონდა ძალა, რომელიც ერს აერთიანებდა. ჩვენ ეს ძალა უნდა დავიბრუნოთ და გავაერთიანოთ ქვეყანა და საქართველო. ჩვენი აქ ყოფნა, პირველ რიგში, ნიშნავს იმას, რომ ჩვენ პატივს ვცემთ წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას. ეკლესიამ უნდა დაიბრუნოს თავისი ისტორიული როლი, მისია ერის გაერთიანების. დაყოფა, დაპირისპირება არის მტრის ამოცანა. ჩვენ ეს დაპირისპირება უნდა დავასრულოთ. მნიშვნელოვანია, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაც. დარწმუნებული ვარ, ახალი პატრიარქი, შიო მუჯირი იზრუნებს ამ მნიშვნელოვან გამოწვევებზე. ჩვენ მზად ვართ გვქონდეს დიალოგი ამ მნიშვნელოვან თემებთან დაკავშირებით. ერთადერთი ლეგიტიმური პირი, რომელიც ახლა ქვეყანაშია, არის შიო მესამე მუჯირი“,- განაცხადა ლაშა ფარულავამ.