შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საზღვარგარეთიდან 43 ავტომობილის ჩამოყვანის სანაცვლოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ გადახდილი 374 000 აშშ დოლარი თაღლითურად მიისაკუთრა და ვალდებულება არ შეასრულა.
პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თაღლითობის ბრალდებით ერთ-ერთი ავტოსადილერო კომპანიის დირექტორი დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.