„გახარია საქართველოსთვის“ შიო III-ს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრებას ულოცავს - Palitra News

„გახარია საქართველოსთვის“ შიო III-ს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრებას ულოცავს

2026-05-12 13:32:52+04:00

დღეს თქვენ იღებთ ილია II-ის უდიდეს სულიერ და ისტორიულ მემკვიდრეობას, რომელმაც ათწლეულების განმავლობაში გააერთიანა და გააძლიერა საქართველო,- ამ სიტყვებით მიულოცა პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ უწმინდესსა და უნეტარეს შიო III-ს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს დღე უმნიშვნელოვანესი ისტორიული მოვლენაა საქართველოს ეკლესიისა და სრულიად ქართველი ერისთვის.

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს - შიო III-ს ვულოცავთ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრებას!

ეს დღე უმნიშვნელოვანესი ისტორიული მოვლენაა საქართველოს ეკლესიისა და სრულიად ქართველი ერისთვის.

დღეს თქვენ იღებთ ილია II-ის უდიდეს სულიერ და ისტორიულ მემკვიდრეობას, რომელმაც ათწლეულების განმავლობაში გააერთიანა და გააძლიერა საქართველო.

უფალმა მშვიდობით, სიბრძნითა და სიყვარულით განგამტკიცოთ საქართველოს ეკლესიისა და ერის საკეთილდღეოდ!“- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, ახალარჩეული პატრიარქის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის აღსაყდრება შედგა.

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, საზეიმო ლიტურგიის დროს ახალ პატრიარქს გადასცეს მართვის სიმბოლოები, კერძოდ, საპატრიარქო მიტრა, ასევე კუნკულ-ბარტყული (თავსაბურავი) ჯვარ-პანაღია და კვერთხი. ასევე, პატრიარქის აღსაყდრების ძირითადი ნაწილის ბოლოს, ახალარჩეულ პატრიარქ შიო III-ს დაადგეს უძველესი საპატრიარქო მიტრა.