მეუფე დოსითეოსი აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებაზე - მის უწმინდესობას რაღაც დროც უნდა მივცეთ - ჩემი პოზიცია არის, რომ ქრისტეს სიყვარული ყველას უნდა მისწვდეს და უნდა იყვნენ შეწყალებულნი - Palitra News

მეუფე დოსითეოსი აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებაზე - მის უწმინდესობას რაღაც დროც უნდა მივცეთ - ჩემი პოზიცია არის, რომ ქრისტეს სიყვარული ყველას უნდა მისწვდეს და უნდა იყვნენ შეწყალებულნი

2026-05-12 14:56:38+04:00

ჩემი პოზიცია არის ის, რომ ქრისტეს სიყვარული ყველას უნდა მისწვდეს. უნდა იყვნენ შეწყალებულნი, - ამის შესახებ ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსმა, მეუფე დოსითეოსმა ჟურნალისტებს პატიმრების შეწყალების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მისივე თქმით, კათოლიკოს-პატრიარქ, შიო მესამეს დრო უნდა მიეცეს.

„მე მხოლოდ ვარაუდს გამოვთქვამ - რადგან საპატრიარქოს ასეთი პოზიცია ჰქონდა, ვფიქრობ, რომ ეს არ არის შორს, როგორც ფიქრი, იდეა, მოქმედება. არ ვიცი ეს როგორ იქნება. მის უწმინდესობას რაღაც დროც უნდა მივცეთ. ჩემი პოზიცია არის ის, რომ ქრისტეს სიყვარული ყველას უნდა მისწვდეს. უნდა იყვნენ შეწყალებულნი. ყველა საკითხი პოლიტიზებული ხდება. ეს არ უნდა მოვახდინოთ, ეს არ უნდა გავაკეთოთ. ამას უნდა შევხედოთ ქრისტიანული თვალით“, - განაცხადა მეუფე დოსითეოსმა.