შიო III - ელისე წინასწარმეტყველი უფალს შესთხოვდა მიეღო „მრჩობლი მადლი“, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ უნდოდა ილია წინასწარმეტყველს გასჯიბრებოდა, იმიტომ, რომ გრძნობდა, ორმაგად და სამმაგად უძლური იყო ილიასთან შედარებით - ჩვენც უნდა ვითხოვოთ „მრჩობლი მადლი“, რაც ილია მეორეს ჰქონდა, რათა ღირსეულად გავაგრძელოთ მისი გზა - Palitra News

შიო III - ელისე წინასწარმეტყველი უფალს შესთხოვდა მიეღო „მრჩობლი მადლი“, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ უნდოდა ილია წინასწარმეტყველს გასჯიბრებოდა, იმიტომ, რომ გრძნობდა, ორმაგად და სამმაგად უძლური იყო ილიასთან შედარებით - ჩვენც უნდა ვითხოვოთ „მრჩობლი მადლი“, რაც ილია მეორეს ჰქონდა, რათა ღირსეულად გავაგრძელოთ მისი გზა

2026-05-12 15:23:37+04:00

ელისე წინასწარმეტყველს ეწოდება „მრჩობლი ილია”, იმიტომ, რომ ის ევედრებოდა, რომ მრჩობლი მადლი მიეღო, ვიდრე ილია წინასწარმეტყველს, მაგრამ ამას იმიტომ კი არ ევედრებოდა, რომ უნდოდა გასჯიბრებოდა ან ეჯობა, ან ილიაზე უკეთესი ყოფილიყო, არა! არამედ იმიტომ ითხოვდა მრჩობლ მადლს, რომ გრძნობდა, რომ ორმაგად და სამმაგად უფრო უძლურია ილიასთან შედარებით - ჩვენც ყველამ უნდა ვითხოვოთ უფლისგან მრჩობლი მადლი, ვიდრე უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს ჰქონდა, რომ ღირსეულად გავაგრძელოთ ჩვენი საეკლესიო ცხოვრება, - ამის შესახებ შიო III-მ კათოლიკოს-პატრიარქის რანგში პირველი ქადაგებისას განაცხადა.

კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებით, შემთხვევითი არ არის, რომ მეუფე დანიელმა თავის სიტყვაში უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ახსენა, შიო მესამის ნაცვლად, რადგან პატრიარქის თქმით, მათი ვალია ილია მეორის დიდი საქმის გაგრძელება.

„შემთხვევითი არ არის, რომ თქვენ ილია მეორე ახსენეთ, იმიტომ, რომ ჩვენ ყველა ვართ მისი ოჯახი, ის ჩვენი დიდი მამა იყო და ჩვენი ვალია გავაგრძელოთ მისი დიდი საქმე და ამასთან დაკავშირებით გამახსენდა ელისე წინასწარმეტყველის ამბავი, რომ სთხოვდა უფალს, რომ მრჩობლი მადლი მიეცა მისთვის, ილია წინასწარმეტყველის მრჩობლი მადლი და აი, წმინდა იოანე ოქროპირი წერს, რომ ელისე წინასწარმეტყველს ეწოდებაო მრჩობლი ილია, ასეთი საოცარი შედარება მოჰყავს, საოცარ სახელს უწოდებს. იმიტომ, რომ ის ევედრებოდაო, რომ მრჩობლი მადლი მიეღოო, ვიდრე ილია წინასწარმეტყველსო, მაგრამ ამას იმიტომ კი არ ევედრებოდაო, რომ უნდოდა გასჯიბრებოდა ან ეჯობა, ან ილიაზე უკეთესი ყოფილიყო, არა! არამედ იმიტომ ითხოვდა მრჩობლ მადლს, რომ გრძნობდა, რომ ორმაგად და სამმაგად უფრო უძლურია ილიასთან შედარებით, სწორედ ამიტომ ითხოვდა მრჩობლ მადლს და ამიტომ ეწოდა მას მრჩობლი ილია და თქვენ, როდესაც ახსენეთ მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, მე ძალიან გამიხარდა, რადგან ჩვენ ყველამ უნდა ვითხოვოთ უფლისგან მრჩობლი მადლი, ვიდრე მას ჰქონდა, რომ ღირსეულად გავაგრძელოთ ჩვენი საეკლესიო ცხოვრება,“ - განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.