მეუფე ანანია ჯაფარიძე - ვლოცულობთ, ვევედრებით უფალს, შიო მესამეს მისცეს ისეთი ძალა, რომ მისი ლოცვით ჩვენი ერი გამრავლდეს - პრობლემა არის ის, რომ ხალხი მცირდება და ეს ტრაგედიაა - Palitra News

მეუფე ანანია ჯაფარიძე - ვლოცულობთ, ვევედრებით უფალს, შიო მესამეს მისცეს ისეთი ძალა, რომ მისი ლოცვით ჩვენი ერი გამრავლდეს - პრობლემა არის ის, რომ ხალხი მცირდება და ეს ტრაგედიაა

2026-05-12 15:24:43+04:00

ვლოცულობთ, ვევედრებით უფალს, შიო მესამეს მისცეს ისეთი ძალა, რომ მისი ლოცვით ჩვენი ერი გამრავლდეს, - ამის შესახებ მიტროპოლიტმა ანანია ჯაფარიძემ ჟურნალისტებს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძართან განუცხადა.

როგორც მიტროპოლიტმა ანანია ჯაფარიძემ განაცხადა, ტრაგედია არის ის რომ ხალხი მცირდება.

„ახალი ძალა, ახალი ენერგია, ახალი სიცოცხლე, ახალი სისხლი შეემატა ქართველ ერს. იმედი მაქვს, გაძლიერდება ჩვენი წმინდა ეკლესია და ქართველი ერი მისი ლოცვით გამრავლდება. ყველაზე მეტად ჩვენ გვჭირდება გამრავლება. პრობლემა არის ის, რომ ხალხი მცირდება და ეს ტრაგედიაა. ვლოცულობთ, ვევედრებით უფალს, შიოს მისცეს ისეთი ძალა, რომ მისი ლოცვით ჩვენი ერი გამრავლდეს“,- აღნიშნავს მიტროპოლიტი ანანია.

ამასთან, მან აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების შეწყალებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ „პატიმართა შეწყალება წერია, ერთ-ერთი სათნოებაა“.

„სათნოება დაწერილია. წიგნი უნდა წავიკითხოთ, იქ რაც წერია უნდა შევასრულოთ. პირადად, როგორც ქრისტიანი, რა თქმა უნდა [მხარს ვუჭერ]. ყველა პატიმარს უნდა მივხედოთ, ასეა დაწერილი“,- აღნიშნავს მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე.