რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მზადაა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს მოსკოვში ან სხვა ნებისმიერ ადგილას, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისი მტკიცებით, სხვაგან მოლაპარაკებების გამართვას მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს აზრი, თუ პროცესი სრულად დასრულდება.
„მის დასასრულებლად, წერტილის დასასმელად, ჯერ კიდევ ბევრი საშინაო დავალების შესრულებაა საჭირო“, - აღნიშნა პესკოვმა.
მისი თქმით, ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაცია შეიძლება ნებისმიერ მომენტში შეწყდეს, თუ კიევი საჭირო გადაწყვეტილებას მიიღებს.
„სპეციალური სამხედრო ოპერაცია შეიძლება ნებისმიერ მომენტში შეწყდეს, როგორც კი კიევის რეჟიმი და ზელენსკი პასუხისმგებლობას აიღებენ და საჭირო გადაწყვეტილებას მიიღებენ. კიევმა ზუსტად იცის, რა გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.