საპატრიარქომ ხელისუფლებასთან ერთად შესაძლოა საპროტესტო აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების საკითხზე იმსჯელოს. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, შესაძლოა, ახლადარჩეულმა პატრიარქმა, შიო მესამემ აღნიშნული საკითხი დააყენოს. სასულიერო პირების ნაწილს სჯერა, რომ დადებით ცვლილებებს შორის იქნება საყოველთაო შერიგება, იმ პოლარიზებულ გარემოში, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია, და ახალი პატრიარქი იქნება შემრიგებელი ყველა მხარეს.