სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა - რა იქადგა პატრიარქმა თავის პირველ ქადაგებაში - Palitra News

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა - რა იქადგა პატრიარქმა თავის პირველ ქადაგებაში

2026-05-12 15:53:40+04:00

შიო III-ს სამღვდელმთავრო გვირგვინი, იგივე მიტრა ანდრია პირველწოდებულის შემოსვლისა და ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღეს, სვეტიცხოვლის ტაძარში დაადგეს, იქ სადაც 23 წლის წინ მაშინ იღუმენი შიო, ეპისკოპოსად აკურთხეს. საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი 142-ე პატრიარქია. შიო პირველი და შიო მეორე ამ ტიტულს მე-15 და მე-14 საუკუნეებში ატარებდნენ. გაფართოებულ კრებაზე მღვდელმთავრებმა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო მუჯირი 3 კანდიდატიდან გამორჩიეს. მას 22 ხმა ერგო.