რა განიხილა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კევინ ჰამილტონმა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში - Palitra News

რა განიხილა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კევინ ჰამილტონმა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში

2026-05-12 15:55:21+04:00

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კევინ ჰამილტონმა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ნატო-სა და საქართველოს შორის ხანგრძლივი პარტნიორობის საკითხები განიხილა. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ვიზიტი ადასტურებს ნატოს ინტერესს საქართველოს მიმართ. მათი განმარტებით, თუ „ქართული ოცნება“ კურსს არ შეიცვლის, საქართველო სრულ იზოლაციაში მოექცევა. 7-დან 8 მაისის ჩათვლით გამართული ვიზიტის დროს ჰამილტონი შეხვდა ვიცე-პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრებზე განხილული იყო საქართველოს თავდაცვისუნარიანობის, თავსებადობისა და ინსტიტუციური რეფორმების მხარდაჭერა, რომელიც სხვადასხვა თანამშრომლობის მექანიზმით ხორციელდება, მათ შორის ინდივიდუალურად მორგებული პარტნიორობის პროგრამისა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში.