საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია საფრანგეთის მთავრობას ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ მიზნობრივი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. რეზოლუცია „მოუწოდებს საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას, მოითხოვოს ყველა პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლება, მათ შორის ოპოზიციის ლიდერებისა და იმ ახალგაზრდა მშვიდობიანი დემონსტრანტების, რომლებიც დაკავებული არიან თავიანთი დემოკრატიული აქტივობის გამო“. საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა „კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არ შეიძლება საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხე ამჟამინდელი მთავრობის ქმედებებმა შეუქმნას და მოწოდებით გამოდის, რომ გაწევრიანების პერსპექტივა ღია დარჩეს იმ პირობით, რომ პოლიტიკური წინაპირობები შესრულდება და მოქმედი მთავრობის მიერ კანონის უზენაესობასა და ფუნდამენტურ უფლებებზე თავდასხმები დასრულდება.