საქართველოში შვეიცარიის საელჩო მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს, აღსაყდრებას ულოცავს.
სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" გავრცელებულ განცხადებაში საელჩო პატრიარქს „მრავალჟამიერ და ნაყოფიერ მსახურებას“ უსურვებს.
„გულითადად ვულოცავთ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს, აღსაყდრებას.
ვუსურვებთ მის უწმინდესობას მრავალჟამიერ და ნაყოფიერ მსახურებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მორწმუნეთა საკეთილდღეოდ”, - ნათქვამია განცხადებაში.