ფოთის სადგურზე 3 000 ლიტრი საწვავის ქურდობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს - Palitra News

ფოთის სადგურზე 3 000 ლიტრი საწვავის ქურდობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

2026-05-12 20:53:38+04:00

სამეგრელოს პოლიციამ დიდი ოდენობით ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ფოთის რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე მატარებლის ვაგონის ავზიდან დაახლოებით 3 000 ლიტრი საწვავი უკანონოდ მიითვისა.

სამართალდამცავების ცნობით, საწვავის მოპარვა ფარულად დამონტაჟებული მილის საშუალებით ხდებოდა. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული დააკავეს.

გამოძიება დიდი ოდენობით ქურდობის მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.