რუსეთის საგარეო უწყება: დასავლეთი საქართველოსგან „მეორე ფრონტის“ გახსნას ითხოვდა - Palitra News

რუსეთის საგარეო უწყება: დასავლეთი საქართველოსგან „მეორე ფრონტის“ გახსნას ითხოვდა

2026-05-12 20:55:47+04:00

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მიხაილ კალუგინის განცხადებით, დასავლეთი 2022 წლიდან საქართველოსგან რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას ითხოვდა. როგორც ის ამტკიცებს, ეს საკითხი თბილისის მხრიდანაც საჯაროდ იყო ნახსენები. კალუგინის შეფასებით, დასავლეთის ქვეყნები სამხრეთ კავკასიაში საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესებით მოქმედებენ და რეგიონს რუსეთის წინააღმდეგ იყენებენ. მისივე თქმით, მოსკოვი საქართველოს პარტნიორად მიიჩნევს და თბილისთან თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზად არის. რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის განცხადება იმ ფონზე გავრცელდა, როდესაც რეგიონში უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკური პროცესები კვლავ აქტიურ განხილვად რჩება.