პუტინმა რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმება სახელმწიფო დუმაში წარადგინა - Palitra News

პუტინმა რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმება სახელმწიფო დუმაში წარადგინა

2026-05-12 21:04:09+04:00

ვლადიმირ პუტინმა სახელმწიფო დუმაში წარადგინა კანონპროექტი, რომელიც რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას ითვალისწინებს.

დოკუმენტი 2026 წლის 9 მაისს მოსკოვში გაფორმდა და ოფიციალური განმარტებით, თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკისა და სოციალური პოლიტიკის მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოებას ეხება. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს კაპიტალის, საქონლისა და მომსახურების თავისუფალი გადაადგილებისთვის პირობების შექმნას.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ აღნიშნული პროცესი საქართველოსთვის დამატებით საფრთხეს ქმნის. მათი შეფასებით, ქვეყანა რუსეთის პირისპირ მარტო რჩება და მიმდინარე პროცესები ანექსიის რისკებს აძლიერებს. ოპოზიციის წარმომადგენლები პასუხისმგებლობას „ქართული ოცნების“ პოლიტიკას აკისრებენ.