ქვემო ქართლში დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით კაცი დააკავეს - Palitra News

ქვემო ქართლში დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით კაცი დააკავეს

2026-05-12 21:10:50+04:00

ქვემო ქართლის პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქეს ავტომობილების ჩამოყვანას დაჰპირდა, თუმცა აღებული ვალდებულება არ შეასრულა.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ საუბარია 43 ავტომობილის იმპორტზე, რომლის სანაცვლოდაც უცხო ქვეყნის მოქალაქემ 374 000 ამერიკული დოლარი გადაიხადა. გამოძიების ვერსიით, თანხა ბრალდებულმა თაღლითურად მიითვისა.

სამართალდამცავებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული დააკავეს. გამოძიება თაღლითობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.