საპატრიარქოში არ გამორიცხავენ, რომ საპროტესტო აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების საკითხი ხელისუფლებასთან ერთად განიხილონ. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ინიციატივა შესაძლოა სწორედ ახლადარჩეულმა პატრიარქმა, შიო მესამემ წამოაყენოს.
სასულიერო პირთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებული მძიმე პოლიტიკური პოლარიზაციის ფონზე, ეკლესიას შემრიგებლის როლის შესრულება შეუძლია. მათივეშეფასებით, ახალი პატრიარქის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა საზოგადოებაში შერიგებისა და თანხმობის პროცესის გაძლიერება იქნება.
საპატრიარქოში ამბობენ, რომ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს შორის დიალოგის აუცილებლობა განსაკუთრებით აქტუალურია და სწორედ ამ მიმართულებით შეიძლება გადაიდგას პირველი ნაბიჯებიც.