უკრაინის ანტიკორუფციული პროკურატურა ანდრეი ერმაკის მიმართ პატიმრობას ან 180 მილიონი გრივნის ოდენობის გირაოს მოითხოვს - Palitra News

უკრაინის ანტიკორუფციული პროკურატურა ანდრეი ერმაკის მიმართ პატიმრობას ან 180 მილიონი გრივნის ოდენობის გირაოს მოითხოვს

2026-05-12 21:27:03+04:00

უკრაინის სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ კლიმენკომ, განაცხადა, რომ პროკურატურა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ან გირაოს ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

კერძოდ, უკრაინის ანტიკორუფციული პროკურატურა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი თავმჯდომარის, ანდრეი ერმაკის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს 180 მილიონი გრივნის გირაოს გადახდის ალტერნატივით.

ერმაკმა განაცხადა, რომ “სამართლიან, პატიოსან სასამართლოს” ელის.

უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ ანდრეი ერმაკთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. მოგვიანებით, ერმაკს ოფიციალურად აცნობეს, რომ ეჭვმიტანილია კიევის მახლობლად ძვირადღირებული სამშენებლო პროექტებიდან 460 მილიონი გრივნის გათეთრებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეში.