მედია - ირანში სიკვდილით დასაჯეს 32 წლის მამაკაცი, რომელიც ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში იყო ბრალდებული - Palitra News

მედია - ირანში სიკვდილით დასაჯეს 32 წლის მამაკაცი, რომელიც ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში იყო ბრალდებული

2026-05-13 11:09:51+04:00

ირანში სიკვდილით დასაჯეს მამაკაცი, რომელიც ისრაელის სადაზვერვო სამსახურის სასარგებლოდ ჯაშუშობაში იყო ბრალდებული, - ინფორმაციას Reuters-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

უფლებადამცველი ჯგუფის, HRANA-ს ცნობით, 32 წლის ეჰსან აფრაშტეჰი 2024 წელს დააკავეს და 2025 წელს სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს.

მოგვიანებით, ირანის უზენაესმა სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა.