როგორ აფასებენ საქართველოში საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელიც ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოითხოვს - Palitra News

როგორ აფასებენ საქართველოში საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელიც ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოითხოვს

2026-05-13 12:46:20+04:00

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.

დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და საპროტესტო აქციებზე დაკავებულ პირებზე გამახვილდა. რეზოლუციის მიხედვით, საფრანგეთის ხელისუფლებამ პროტესტის დროს დაკავებული პირების, მათ შორის ოპოზიციონერი ლიდერებისა და ახალგაზრდების გათავისუფლება უნდა მოითხოვოს.

ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა ღიად უნდა დარჩეს, თუმცა ამისთვის აუცილებელია კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება. როგორ ეხმაურებიან ამ საკითხს საქართველოში - თემის დეტალებს მერაბ პაპაშვილი გაეცნო