საპატრიარქოში არ გამორიცხავენ, რომ საპროტესტო აქციებზე დაკავებულების საკითხზე ხელისუფლებასთან კონსულტაციები დაიწყოს და ინიციატივა ახალმა პატრიარქმა, შიო მესამემ წამოაყენოს.
ეკლესიაში მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე საპატრიარქოს შეუძლია შემრიგებლის როლი შეასრულოს. სასულიერო პირების ნაწილი ფიქრობს, რომ ახალი პატრიარქის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა საზოგადოებაში თანხმობისა და შერიგების გაძლიერება იქნება.
ოპოზიციის წარმომადგენლები და ექსპერტები ვარაუდობენ, რომ პატიმრების შესაძლო გათავისუფლების საკითხი ხელისუფლებასთან წინასწარი კომუნიკაციის გარეშე ვერ გადაწყდება. მათი შეფასებით, თემა პოლიტიკურად განსაკუთრებით მგრძნობიარეა და რამდენიმე მხარის შეთანხმებას საჭიროებს.
დაკავებულთა ოჯახის წევრები კი ამბობენ, რომ შეწყალების მოლოდინი ნაკლებად აქვთ, რადგან მათი თქმით, ბრალდებულებს დანაშაულის აღიარებას სთხოვენ, რაზეც ისინი უარს აცხადებენ - კიდევ რას ამბობენ დაკავებულთა ოჯახის წევრები და როგორ ეხმაურებიან ამ პროცესს პოლიტიკოსები - თემის დეტალებს მაგდა ბლუაშვილი გაგვაცნობს.