ბორჯომის პლატოზე მბეჭდავი ქერქიჭამიას გავრცელების გამო ეროვნული სატყეო სააგენტო სანიტარიულ ჭრებს აგრძელებს - Palitra News

ბორჯომის პლატოზე მბეჭდავი ქერქიჭამიას გავრცელების გამო ეროვნული სატყეო სააგენტო სანიტარიულ ჭრებს აგრძელებს

2026-05-13 12:55:51+04:00

ბორჯომის პლატოზე მბეჭდავი ქერქიჭამიას გავრცელების გამო ეროვნული სატყეო სააგენტო სანიტარიულ ჭრებს აგრძელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, ბოლო წლებში მაღალი ეკოლოგიური მნიშვნელობის მქონე ეკოსისტემის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა, რის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მავნებელი მწერის მასობრივი გავრცელება სახელდება.

სანიტარიული ჭრები დაზიანებული ხეების ტერიტორიიდან დროულ გატანას გულისხმობს, რაც მავნებლის გამრავლების რისკს ამცირებს. პარალელურად, მიმდინარეობს სტიქიის შედეგად დაზიანებული და წაქცეული ხეების გაწმენდაც.

ეროვნული სატყეო სააგენტო მბეჭდავი ქერქიჭამიას მონიტორინგს ფერომონიანი მწერსაჭერების მეშვეობითაც ახორციელებს. უწყებაში აცხადებენ, რომ მავნებლის რაოდენობის შემცირების ფონზე 2026 წლიდან მწერსაჭერების რაოდენობის ოპტიმიზაცია იგეგმება, თუმცა ეკოსისტემის დაცვის ღონისძიებები კვლავ გაგრძელდება.