ივი მიქანაძე მარნეულისა და გარდაბნის სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა და განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებსა და დაგეგმილ ცვლილებებზე ესაუბრა - Palitra News

ივი მიქანაძე მარნეულისა და გარდაბნის სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა და განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებსა და დაგეგმილ ცვლილებებზე ესაუბრა

2026-05-13 12:56:23+04:00

საქართველოს განათლების მინისტრი, გივი მიქანაძე მარნეულისა და გარდაბნის სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა და განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებსა და დაგეგმილ ცვლილებებზე ესაუბრა.

მინისტრის განცხადებით, განათლების სფეროში დაწყებული რეფორმების წარმატებით განხორციელებაში მშობლების მონაწილეობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მისი შეფასებით, მიმდინარე პროცესებში საზოგადოების აქტიური ჩართულობა ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაიმართა. დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე დეტალური ინფორმაცია მიეღოთ და სამინისტროს წარმომადგენლებისთვის კითხვები დაესვათ.