ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი - რას განხილავენ დღევანდელ სხდომაზე - Palitra News

ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი - რას განხილავენ დღევანდელ სხდომაზე

2026-05-13 12:56:56+04:00

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს განიხილავენ.

პროცესს თავად ბაჩო ახალაიაც ესწრება. ყოფილ მინისტრს 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი სასჯელის სახედ 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. როგორ მიმდინარეობს პროცესი - სასამართლოში ეკა ლემონჯავა იმყოფება.