„საქსტატი“ - 2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 8 132.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 1.7%-ით მეტია - Palitra News

„საქსტატი“ - 2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 8 132.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 1.7%-ით მეტია

2026-05-13 12:59:30+04:00

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 132.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 1.7%-ით მეტია.

როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვიდან ექსპორტი 2 439.8 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 21.1%-ით) ხოლო იმპორტი 5 692.3 მლნ. აშშ დოლარი (შემცირდა 4.9%-ით).

მათივე ინფორმაციით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარ-აპრილში 3 252.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.0%-ია.