დიმიტრი მედვედევი - ვულოცავ რუსეთის ყველა დასავლელ „მეგობარს“ „სარმატის“ სტრატეგიული სარაკეტო სისტემის წარმატებით გამოცდას - ახლა ყველანი ბევრად უფრო ახლოს ვართ - Palitra News

დიმიტრი მედვედევი - ვულოცავ რუსეთის ყველა დასავლელ „მეგობარს“ „სარმატის“ სტრატეგიული სარაკეტო სისტემის წარმატებით გამოცდას - ახლა ყველანი ბევრად უფრო ახლოს ვართ

2026-05-13 13:00:06+04:00

ვულოცავ რუსეთის ყველა დასავლელ „მეგობარს“ „სარმატის“ სტრატეგიული სარაკეტო სისტემის წარმატებით გამოცდას, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი სოციალურ ქსელში წერს.

„ახლა ჩვენ ყველანი ბევრად უფრო ახლოს ვართ!“ - აცხადებს მედვედევი.

ცნობისთვის, რუსეთის სტრატეგიული სარაკეტო ძალების მეთაურმა სერგეი კარაკაევმა განაცხადა, რომ რუსეთმა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა „სარმატი“ წარმატებით გამოსცადა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „სარმატის“ სისტემას მსოფლიოში ყველაზე მძლავრი უწოდა და სტრატეგიულ სარაკეტო ძალებს უახლესი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის წარმატებით გაშვება მიულოცა. მისი თქმით, რაკეტის მოქმედების რადიუსი 35 000 კილომეტრია.