მთავრობა პარლამენტს საჯარო დაწესებულებებში შტატგარეშე თანამშრომლების რიცხოვნობაზე დაწესებული ზღვრის გაზრდის ინიციატივით მიმართავს. მოქმედი კანონით, მათი რაოდენობა 10%-ს არ უნდა აღემატებოდეს. მთავრობამ კი პარლამენტს კანონის პროექტით მიმართა, რომლის მიხედვით, ეს შემზღუდავი ზღვარი 15%-მდე იზრდება. ოპოზიცია ინიციატივის მიღმა კორფუციულ მიზნებს ხედავს და განმარტავს, რომ ეს ხდება მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ საქართველოს ბიუჯეტში ვერ პოულობს თანხას, რათა დაეხმაროს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებს, დანეგოს სკოლებში უფასო კვება და გაზარდოს პენსია 20 ლარზე მეტით.