დაასანქცირებს თუ არა საფრანგეთი ქათული ოცნების საპატიო თავმჯდომარეს? კითხვაზე ცალსახა პასუხი ჯერ ჯერობით არ არსებობს, თუმცა ფაქტია, რომ საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მიერ უკვე გაჟრერდა მოწოდება ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ მიზნობრივი სანქციების დაწესების თაოვაზე. ქართველი ოპოზიციოონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ მიღებული რეზოლუცია დასტურია იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა არის გადაულახავი დაბრკოლება საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ქართულ ოცნებაში მიღებულ რეზოლუციას ტრადიციულად აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს არანაირი ძალა არ აქვს და ის უბრალოდ კიდევ ერთი პულსის მომცემია ოპოზიციური პარტიებისთვის.