სახალხო დამცველი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს შეხვდა - Palitra News

სახალხო დამცველი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს შეხვდა

2026-05-13 15:56:45+04:00

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს გეკა გელაძეს შეხვდა.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, შეხვედრაზე ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

„ლევან იოსელიანმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს სახალხო დამცველის აპარატის მანდატი და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო.

საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებულ ვითარებასა და მაცხოვრებელთა უფლებრივ მდგომარეობას.

შეხვედრის დასასრულს სახალხო დამცველმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის გაუმჯობესების მიზნით, ინსტიტუციებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვეს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.