დაიწყებს თუ არა საპატრიარქო ხელისუფლებასთან კონსულტაციას საპროტესტო აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების შეწყალების საკითხზე - Palitra News

დაიწყებს თუ არა საპატრიარქო ხელისუფლებასთან კონსულტაციას საპროტესტო აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების შეწყალების საკითხზე

2026-05-13 15:58:38+04:00

საპატრიარქოში არ გამორიცხავენ, რომ საპროტესტო აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების თაობაზე ხელისუფლებასთან კომუნიკაცია შედგეს და შეწყალების საკითხი ახალმა პატრიარქმა შიო მესამემ დააყენოს. სასულიერო პირებს სჯერათ, რომ ახალი პატრიარქი შეასრულებს შემრიგებლის როლს ქვეყანაში არსებულ პოლარიზებულ გარემოში. "ქართული ოცნების" წევრები აცხადებენ, რომ შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა და გადაწყვეტილილება სწორედ მან უნდა მიიღოს, თუმცა იქვე დასძენენ, რომ შეწყალებას წინ უნდა უძღოდეს სინანული. თავად აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების მშობლები აცხადებენ, რომ მათ შვილებს დანაშაული არ ჩაუდენიათ, შესაბამისად, ამ მხრივ მოსანანიებელი არაფერი აქვთ.