ოპოზიციური ალიანსი 26 მაისისთვის მასშტაბურ საპროტესტო აქციისთვის ემზადება და აცხადებს, რომ დამოუკიდებლობის დღე წელს პროტესტისა და ეროვნული მობილიზების მთავარი თარიღი იქნება.ორგანიზატორების თქმით, დაგეგმილი აქცია მასშტაბითა და პოლიტიკური დატვირთვით სხვა გამოსვლებისგან განსხვავებული იქნება. ოპოზიციის ნაწილი დაანონსებულ პროტესტს სკეპტიკურად უყურებს და ფიქრობს, რომ ხანგრძლივი მოლოდინი მუხტის შენარჩუნებას გაართულებს. თუმცა სხვა ოპოზიციონერები მიიჩნევენ, რომ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მთავარი გზა უწყვეტ პროტესტზე, სამოქალაქო დაუმორჩილებლობასა და მოსახლეობასთან აქტიურ კომუნიკაციაზე გადის.